რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს ყოველდღიურად 4000-მდე მგზავრი გადაჰყავს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განუცხადეს.
მათი თქმით, ზაფხულთან შედარებით სწავლის დაწყების შემდეგ მგზავრთა ნაკადი გაორმაგებულია.
შეგახსენებთ, რომ ქალაქი 20 ახალ ავტობუსს ყიდულობს, რომლებიც რუსთავი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს.