როდის და სად გაიმართება "რუსთავქალაქობა 2023"

2023-09-28 00:23:01

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "რუსთავქალაქობა 2023" 8 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

ღონისძიების გასამართად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 124 000 ლარამდეა გამოყოფილი.

რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებული 66 035 ლარის ღირებულების ექსკლუზიური შესყიდვებით ცნობილია, თუ ვინ უმღერებს რუსთავქალაქობაზე რუსთაველებს.

1. გიორგი სუხიტაშვილი, ჰონორარი 2603 ლარი

2. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, ჰონორარი 27 646 ლარი

3. ზვიად ბოლქვაძე, ჰონორარი 2603 ლარი

4. ლაშა ნოზაძე, ჰონორარი 2603 ლარი

5. ნატო მეტონიძე, ჰონორარი 2603 ლარი

6. ნელი სებისკვერაძე, ჰონორარი 7808 ლარი (შემსრულებელი და მუსიკალური პროექტის ხელმძღვანელი)

7. რომა გიორგაძე, ორკესტრის ხმის რეჟისორი, ჰონორარი 1951 ლარი

8. მიხეილ ჯავახიშვილი, ჰონორარი 2603 ლარი

9. ნატალია ქუთათელაძე, ჰონორარი 2603 ლარი

10. ნუკრი კაპანაძე, ჰონორარი 2603 ლარი

11. ქართული ხმები, ჰონორარი 10 409 ლარი

ღონისძიების უზრუნველსაყოფად საჭირო საკონცერტო სცენის გადახურვის, სასცენო-საკონცერტო განათების, ეფექტების, გარე ლედ ეკრანისა და გახმოვანების აპარატურის, სკამების, კარვების, გენერატორის ქირაობის მომსახურების შესაძენად კი მერიას 57 920 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები