19 წლის ამერიკელმა მოდელი, ჟიზელი, აცხადებს, რომ საკუთარი ქალწულობა 2.5 მილიონ ევროდ გაყიდა. ინფორმაციას The Sun ავრცელებს. „აუქციონი“ გერმანულ ვებ-საიტზე Cinderella Escorts გაიმართა. „მყიდველი“ აბუდაბელი ბიზნესმენია. ამასთან დაკავშირებით საიტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ჟიზელს მეორე ყველაზე მაღალი ფასი „ჰოლივუდის მსახიობმა“ შესთავაზა, რომლის სახელიც არ ხმაურდება. ახალგაზრდა მოდელის განცხადებით - „თუ მე მინდა, რომ დრო ისეთ ადამიანთან გავატარო, ვინც ჩემი პირველი სიყვარული არაა, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. გაკვირვებული ვარ იმ ადამიანებით, ვინც ქალების მიერ თავიანთი ქალწულობის გაყიდვის წინააღმდეგია.“
19 წლის ჟიზელი ამბობს, რომ თანხას სწავლისთვის და მოგზაურობისთვის დახარჯავს. აუქციონის საიტის მფლობელი 27 წლის გერმანელი იან ზაკობიელსკია. მისი თქმით, საიტზე უამრავი გოგონას ვიდეოა განთავსებული, სადაც ისინი განმარტავენ მიზეზებს, თუ რატომ გადაწყვიტეს ქალწულობის გაყიდვა.