უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

2023-09-17 16:49:42

გურჯაანის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.

სოფელ ჯიმითში 33 წლის კაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობართან ერთად ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისსავე თანასოფლელს ტყვია გაუვარდა, რომელიც შიშნიაშვილს თავის არეში მოხვდა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

პოლიციამ ერთი პირი დააკავა, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები