რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს განახლდება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს.
იმ სააღმზრდელო დაწესებულებებში ჩარიცხული ბავშვები, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სხვადასხვა ბაღებში გადანაწილდებიან.