რუსთავის თეატრმა ახალი სეზონი პრემიერით გახსნა. სიჩუმეში დაკარგული თავისუფლება, ,,ირინეს ბედნიერება“ რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე გათამაშდა.
რატომ არ მიეცა საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება ახალგაზრდა ქალს და რატომ იქცა ის საზოგადოების მიერ გადაწყვეტილების მიღების მსხვერპლად, თავისუფლების აღკვეთა თუ უბრალოდ ძალადობა?! მარადიული კითხვები, რომელიც ავტორმა მე-19 საუკუნეში დასვა და ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სევდიანი სინამდვილე, გულგრილი საზოგადოების პირისპირ დარჩენილი ახალგაზრდა ქალის შესახებ. ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა, ყველა ინდივიდის უფლებაა განკარგოს საკუთარი ბედისწერა. დავით კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" სწორედ სიჩუმეში დაკარგულ თავისუფლებაზეა.
"ირინეს ბედნიერება"- რეჟისურა, მხატვრული და მუსიკალური გაფორმება - გიორგი კაშია.
ტექნიკური რეჟისორი - ლეილა ჯელაძე
მოქმედი გმირნი და შემსრულებლები :
ირინე-კესო დვალიშვილი
აბესალო სალამთაძე-ნიკა ჩხაიძე
ვიქტორ-ირაკლი ჯიშკარიანი
პავლე როდამიშვილი-არჩილ მაკალათია
ფილიპე ბარბაქაძე-ზაზა თაგოშვილი
ეკა-თამარ კანდელაკი,ნინო მესხი
სამსონი-სპარტაკ კიკნაძე
კატო-ნანა ბიბილაშვილი
მღვდელი-ლაშა კანკავა
ნიკოია-რეზო კოღოშვილი
ნესტორ-ვატო სანიკიძე
სოგრატ-გიორგი ტოჩილაშვილი