რუსთავში 5 გველი დაიჭირეს

2023-09-04 19:27:09

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში აგვისტოს თვეში 5 გველი დაიჭირეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის ინფორმაციით, მათთან სულ 10 გამოძახება შევიდა, საიდანაც 5 დადასტურდა.
1-შემთხვევაში დაფიქსირდა გველხოკერა. დანარჩენ 4 შემთხვევაში დაფიქსირდა შემდეგი სახის ქვეწარმავლები: წყლის ანკარა - 2, ჩვეულებრივი ანკარა - 1, წენგოსებრი მცურავი - 2.

ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75.

ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები