რუსთავში ცხენების მონტაჟი დაიწყო

2023-09-02 20:17:42

რუსთავის შემოსასვლელში ცხენების სკულპტურის მონტაჟი დაიწყო.

ცნობილი ქანდაკება ქალაქის შემოსასვლელში არსებულ ხიდამდე, ავტობაზრობიდან რამდენიმე მეტრში იდგმება.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცხენების მონტაჟის პროცესი რუსთავქალაქობისთვის დასრულებული იქნება.

განცხადება, რომ სკულპტურას აღადგენდნენ და განახლებული სახით, ქალაქის განვითარებისა და წინსვლის სიმბოლოდ, მის შემოსასვლელში განათავსებდნენ, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ გასული წლის მიწურულს გააკეთა.

"ჩვენი ქალაქის ისტორიაა, რუსთაველი ადამიანის გაკეთებულია და გვიყრია სადღაც. დაუშვებელია, ხომ?", - აღნიშნა მან ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, სკულპტურის ავტორები - მოქანდაკე ძმები, ჯუმბერ და თამაზ ჯიქიები არიან.

რუსთავის შესასვლელში დადგმული სკულპტურული კომპოზიცია ყოფილი მერის - მერაბ ტყეშელაშვილის იდეია იყო. კომპოზიციის შექმნის სურვილი სწორედ მას ეკუთვნოდა, თუმცა პირველადი ესკიზის მიხედვით, სვეტებზე სამი ფრთოსანი რაში უნდა დადგმულიყო, რომელთა თავზეც თაღი იქნებოდა აღმართული. საბოლოოდ კი, წრეზე მხოლოდ ორი ცხენი დაიდგა.

თავის დროზე ცხენების მონტჟს და შემდეგ უკვე დემონტაჟს, რუსთაველების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები