შოვში ტრაგედიის დროს მე-4 რუსთაველის გარდაცვალება დადასტურდა.
გარდაცვლილი 4 წლის გიორგი ხორბალაძეა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მცირეწლოვანის ახლობელმა განუცხადა.
მისი თქმით, გიორგი ხორბალაძის ამოცნობა დნმ ტესტის დახმარების მოხდა.
შოვში სტიქიის დროს დაღუპა 4 წლის დედაც და ბებიაც.
ბოლო მონაცემებით, შოვის ტრაგედიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, ყველა მათგანი უკვე იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს 2 ბავშვის სამძებრო სამუშაოები.