რუსთაველი მოჭიდავის წარმატება სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადაზე

2023-08-27 16:10:53

რუსთაველმა მოჭიდავემ, გიგია ლუქუნიძემ ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გამართულ სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადაზე გიმნაზიადაზე წარმატებულად იასპარეზა.

რუსთაველმა სპორტსმენმა თავისუფალი სტილით ჭიდაობის შეჯიბრში U15 წლამდელებს შორის 85 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ფინალურ შეხვედრაში ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა, რითაც ბაჩანა კარანაძისა და  ბექა ბიჩინაშვილის გაწვრთნილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები