რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აღნიშნული სკოლის მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლებში გააგრძელებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მე-17 სკოლის დირექტორმა ნელი ლიქოკელმა განუცხადა, სექტემბრიდან სწავლას მე-10 სკოლაში გააგრძელებენ.
ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მე-7 სკოლის მოსწავლეები სწავლას მე-13 სკოლაში გააგრძელებენ.