ცხოველების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 305 შემთხვევა რუსთავში

2023-08-07 19:02:45

ივლისის თვეში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 305 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, , დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის უმრავლესობა, 281 შემთხვევათა, პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევაში კი ცხოველთა პატრონების მიკვლევა ვერ მოხდა.

ჯანგულაშვილის ცნობითვე, პატრონიანი ცხოველების დაკბენება-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 188 ძაღლზე მოდის, 93 კატაზე, ასევე იყო კურდღლისა და თაგვის ნაკბენები.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები