უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა

2023-08-03 12:05:07

სართიჭალაში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცს ბეტონის ფილა დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები