რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცი მე-9 სართულიდან ვარდნის შემდეგ ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილი 35 წლამდე მამაკაცია.
ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, საქმე სუიციდთან გვაქვს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობლიზებული.