რუსთავში ინგლისურის გამოცდის მე-2 დღე დასრულდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად მურადაშვილმა განუცხადა პირველ სესიაზე რეგისტრირებული 459 აბიტურიენტიდან 434 გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე 456-დან 435.
მისივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.
ხვალ აბიტურიენტები პირველ სესიაზე ინგლისურის გამოცდას ჩააბარებენ, მეორე სესიაზე კიდევ ორ უცხო ენას და ასევე აბიტურიენტებთან ერთად გრანტის გასაუმჯობესებელ გამოცდას დაწერენ სტუდენტები.