რაჭა-ლეჩხუმში, სოფელ ალპანასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა.