მულახის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც 2 ახალგაზრდა დაიღუპა.
მათი ცხედრები მდინარიდან უკვე ამოასვენეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.