კაცმა ცოლს ათობით ჭრილობა მიაყენა

2023-07-06 11:24:51

თბილისში, გლდანში, მამაკაცი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს ჯერ სცემა, შემდეგ კი სახრახნისით ათობით ჭრილობა მიაყენა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ ცხელ კვალზე დააკავა ერთი პირი.

მომხდარზე გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.