გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს სავარაუდო ბრალდებული.