შვეიცარიაში ქართველი დააკავეს

2023-07-02 15:26:12

1 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მომხდარი არეულობისას სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, ერთი ქართველიც.

ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებულებიდან 6 არასრულწლოვანია. ერთადერთი სრულწლოვანი დაკავებული კი 24 წლის შვეიცარიელია.

მედია აღნიშნავს, რომ დემონსტრანტები საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბნენ.