მეწყერმა კაცი მოიყოლა

2023-07-02 13:09:18

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარელისში, 77 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ ჩამოშლილ მეწყერში მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილობრივია და დარაჯად მუშაობდა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია და საპატრულო პოლიცია.

სტიქიის გამო შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლაც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები