"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას მას დაუპირისპირდნენ "ქართული ოცნების" აქტივისტები და საკრებულოს წევრები და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
"მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, "ქართული ოცნების" აქტივისტები... ილანძღებიან, იგინებიან. ცხადია, ეს ყველაფერი არის ორგანიზებული. სადაც არ უნდა წავიდე, მომყვებიან, ეს იქნება კასპი, გარდაბანი თუ სხვა ადგილი, სადაც ვიქნები. დამყვებიან და ჰგონიათ, რომ ამით შეგვაშინებენ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ცნობით, კასპში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საპენსიო ასაკის დაწევის შესახებ პარტიის ინიციატივას აცნობდნენ, ხაბეიშვილს დაუზიანეს პირადი ავტომობილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.