Youtube-ი ბავშვებისთვის შეუფერებელ ვიდეოებს შეზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
საუბარია ვიდეოებზე, რომლებშიც საბავშვო მულტფილმების პერსონაჟები ძალადობრივ და სექსუალურ სცენებში არიან წარმოჩენილი.
"იუთუბი" მსგავსი საბავშვო ვიდეოებისთვის ასაკობრივ შეზღუდვას და ბავშვების შეუფერებელი კონტენტის ნახვისგან დაცვას გეგმავს.
ვიდეოები, რომლებშიც მულტფილმების გმირები ძალადობრივ კონტექტსტში იქნებიან წარმოჩენილი ან ვიდეოებს მნახველები დაარეპორტებენ, ავტომატურად დაიბლოკება და საბავშვო აპლიკაცია YOUTUBE KIDS-ში აღარ გამოჩნდება.
Youtube ასაკობრივი შეზღუდვების დაწესებას შეუფერებელ საბავშვო ვიდეოებზე რამდენიმე კვირაში დაიწყებს, გარდა ამისა მსგავს ვიდეოებზე რეკლამების განთავსებისა და თანხის გამომუშავების წესიც შეიცვლება.