ლაგოდეხში, სოფელ კართუბანში, ტბაში 18 წლის გოგო დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მიმდებარედ არსებულ ტბაში მეგობრები საცურაოდ შევიდნენ, თუმცა ერთმა მათგანმა წყლიდან ამოსვლა ვერ შეძლო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ოპერაცის შედეგადად ტბიდან ახალგაზრდა გოგოს ცხედარი ამოიყვანეს.