მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი დაიღუპა, 3 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი კედელს შეეჯახა, შემდეგ კი აფეთქდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლისსამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.