თვალებ და პირამოკერილი მაღაროელების პროტესტი

2023-06-19 11:21:52

ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა კი ხელზე თვითდაზიანება მიიყენა.

მათ პროტესტის ამ ფორმას მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო მიმართა. 

ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი ორი კვირაა გრძელდება.

ათი გაფიცული კი რამდენიმე დღეა შიმშილობს, მათგან ერთ-ერთს პირი აქვს ამოკერილი. 

მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ.

გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მედიაციის პროცესში ჩართულია სახალხო დამცველი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოსვლას აანონსებენ. მათი თქმით, მაღაროელთა ნაწილი თბილისში დღეს გამოემგზავრება და აქციას პარლამენტის შენობის წინ გააგრძელებს. ამასთან, ორგანიზატორების განცხადებით, 50-მდე მაღაროელი საკანონმდებლო ორგანოსთან შიმშილობას დაიწყებს. მათი შეფასებით, დამამცირებელია განცხადება, ხელფასის 5% გაზრდასთან დაკავშირებით.

"დამამცირებელია კომპანიის განცხადება, ხელფასის მხოლოდ 5%-ით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის რადიკალური ფორმას. ასევე, დღეს გავემგზავრებით დედაქალაქში და იქ გაგრძელდება აქცია”, - განაცხადა აქციის მონაწილე ტარიელ მიქაცაძემ.

ფოტო: მაუწყებელი