კახეთში, ტბაში 32 წლის მამაკაცი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ყვარლის ტბაზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ახალაზრდები წყალში ერთად შევიდნენ, თუმცა ერთ-ერთმა მათგან უკან ამოსვლა ვეღარ შეძლო.
გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
ცხედარი მაშველების დახმარებით ტბიდან ამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.