მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე ქვემო ქართლში 1 პირი დააკავეს

2023-06-16 15:34:45

მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე წალკაში ერთი პირი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მუხლი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე ვადით, შინაპატიმრობას 1-დან 2 წლამდე ვადით, ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძაღლს მოქალაქემ ჯერ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ცხოველს მიუახლოვდა და სავარაუდოდ, კიდევ რამდენჯერმე ესროლა.