ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხმა დაარტყა, მისი მადგომარეობა მძიმეა, დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"ელექტრო ტრავმა აქვს, მეხი დაეცა, ორფოლოს პოლიგონიდან შემოიყვანეს, საწვრთნელ ბაზაზე იყვნენ ჩამოსულები, სამხედრო პირია", - აცხადებენ კლინიკაში.