მეზობელმა მეზობელი მოკლა

2023-06-12 22:21:31

ლილოს დასახლებაში მეზობელმა მეზობელი მოკლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ს.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს - 1947 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში