15 წლის გოგო, რომელიც კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა
ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.
გოგონა ვარდნის შემდეგ "ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში" გადაიყვანეს, თუმცა გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
ცნობისთვის, ბათუმში, ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მდებარე კორპუსიდან 15 წლის გოგო გვიან ღამით გადმოვარდა. მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, 15 წლის მოზარდი მსუბუქ ავტომობილს დაეცა.