რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში სპექტაკლის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ პრემიერა შედგა. რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის მიერ თამარ ფხაკაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ორი ძმის შესახებ გვიამბობს, რომლებიც ქალაქში ქირით ცხოვრობენ, თავიანთი სახლ-კარი კი კონფლიქტის ზონაში, ერთერთ სოფელში აქვთ. სპექტაკლი 2008 წლის მოვლენებს ასახავს.“ბოსტანი კნოფლიქტის ზონაში“ რუსთავის თეატრის რეპერტუარშია და მისი ნახვა მაყურებელს კიდევ შეეძლება.