რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე 30 წლამდე გოგოს დასუფთავების ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
როგორც “ინფო რუსთავს” კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განუცხადა მათთან
“პაციენტი შემოყვანილი იყო შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. იმყოფებოდა ტრავმულ-შოკურ მდგომარეობაში. ჰქონდა მარცხენა ქვედა კიდურის ღია სისხლმდენი ჭრილობა. შეფასდა სპეციალისტების მიერ და აყვანილია საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია”,- განაცხადა გელაშვილმა.