იცოდი? - რომ რუსთავში ზოოპარკი იყო

2023-06-03 19:10:02

იცოდი? - რომ რუსთავში ზოოპარკი იყო.

რუსთავის ცენტრალურ პარკში ზოოპარკი 1998 წელს ქალაქის მაშინდელი მერის მერაბ ტყეშელაშვილის ინიციატივით გაკეთდა.

როგორც ტყეშელაშვილმა "ინფო რუსთავთან" ისტორიული რუბრიკის "იცოდის" ფარგლებში ისაუბრა, ზოოპარკის გაკეთებას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა, რუსთაველ ბავშვებს ცხოველებთან უფრო ახლო კონტაქტის შესაძლებლობა ჰქონოდათ და ცენტრალური პარკი უფრო მრავალფეროვანი და დატვირთული ყოფილიყო.

ზოოპარკის ინფრასტრუქტურის მოწყობაში ჩაერთო რუსთავში არსებული სხვადასხვა საწარმო, რომლებმაც ცხოველებისთვის ვოლიერები დაამზადეს.

ზოოპარკში დათვები ჰოლანდიურმა საზოგადოებამ მოიყვანა. ეს საზოგადოება უპატრონო, ცუდ მდგომარეობაში მყოფ დათვებზე ზრუნავდა. შესაბამისად მათ სჭირდებოდათ ისეთი ადგილი, სადაც ასეთ დათვებს შესაბამის მოვლა-პატრონობას გაუწევდნენ.

მაშინ ასეთი ადგილი რუსთავის ზოოპარკი აღმოჩნდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დათვებისთვის მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტებისთვის საჭირო ფინანსურ დახმარებას სწორედ აღნიშნული საზოგადოება უზრუნველყოფდა.

ცხოველთა ნაწილი, მაიმუნები, მგლები, მელიები და სხვა რუსთავის ზოოპარკს თბილისის ზოპარკმა გადმოსცა.

რუსთავის ზოოპარკს აქლემი მარნეული ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსახსოვრა. მაშინ კერძო პირისგან ცხოველის ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა და რუსთავამდე აქლემი 5 საათის განმავლობაში ფეხით მოჰყავდა.

ცხოველების გარდა რუსთავის ზოოპარკში ნახავდით სხვადასხვა ფრინველსაც, მათ შორის ფარშევანგს.

იყო სურივილი ზოოპარკის გამრავალფეროვნების, სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველი ჩამოყვანის, თუმცა 2004 წელს ზოოპარკი დაიხურა.

დათვები ჰოლანდიურმა საზოგადოებამ წაიყვან. აქლემი ძველ კერძო მეპატრონეს დაუბრუნდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები