უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და განხორციელდება საჭირო პროცედურები.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლას საქართველოს 43 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.