ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში ყაჩაღობა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შეიარაღებული პირები სახლში შეიპარნენ და იარაღის მუქარით ძვირფასეულობა გაიტაცეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე, ყაჩაღობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, მუხლებით მიმდინარეობს.