პოლონეთში, ვარშავაში ახალგაზრდა ქართველი კაცები დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით 27 და 36 წლის ქართველი კაცები ავტომობილებიდან კატალიზატორებს იპარავდნენ.
დაკავებულებს უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.