საქართველოში გადაღებული ინდური ფილმი უკვე მზადაა. ფილმი, სახელწოდებით "მანქანა" რომელიც მრბოლელის ისტორიას მოგვითხრობს, საქართველოს რამდენიმე კუთხეშია გადაღებული, მათ შორის საკვანძო სცენები გადაღებულია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ფილმი სწორედ ავტოდრომზე გადაღებული კადრებით იწყება. კინო რეჟისორმა, აბას მუსტანმა გადაიღო. ფილმში ცნობილი ინდოელი მსახიობები კირა ადვანი, მუსტაფა, კარლა დენისი და ეშან შანხარი მონაწილეობენ. ბოლივუდური ფილმის პრემიერა ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ შედგა. ნახეთ ვიდეო.