გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენის, აღკვეთის და პრევენციის მიმართულებებით, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება ხდება.
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში:
➡ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ზაჰესის არხის მიმდებარედ, ჯამში, 125 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს.
➡ ბაზალეთის ტბაზე გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ამოღებულია 15 ცალი თევზმახე ე.წ. „გოდორი".
➡ ჟინვალის წყალსაცავიდან ამოღებულია 300 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.
➡ თბილისის ზღვაზე, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ჯამში, 900 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე დაილუქა.