იმერეთში ორი მამაკაცი დააკავეს. მოზარდი ამტკიცებს, რომ მამა და ბიძა მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. დაკავებულები ამჟამად წყალტუბოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
თავდაპირველად ინფორმაცია CNews-მა გაავრცელა. არასრულწოვანის ემიგრაციაში მყოფი დედა აცხადებს, რომ მამა, ბიძა და ბიცოლა ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
მამისთვის და ბიძისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.