შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სეზონური მაშველის ანაზღაურებად პოზიციაზე მიღებას აცხადებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სეზონური მაშველის პოზიციაზე 18-35 წლის პირები მიიღებიან, აუცილებელია ცურვის სრულყოფილად ცოდნა.
"დაინტერესებულმა პირებმა უნდა იქონიონ ჯანმრთელობის ცნობა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, სეზონურ მაშველს შესაძლებლობა ექნება მუშაობა გააგრძელოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
დაგვიკავშირდით: 591 80 33 34", - ნათქვამია ინფორმაციაში.