სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დილიდან ხმაურია. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დააკავეს.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.
მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.
ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს