"ყვარლის ტბასთან" სპეცრაზმი მოაბილიზეს

2023-05-20 13:45:22

კახეთში, სასტუმრო "ყვარლის ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.

ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა, მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

აქტივისტებმა სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხები ესროლეს. ისმოდა შეძახილები: "რუსების ადგილი საქართველოში არ არის".

დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის განსაკუთრებული მობილიზებაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო "ყვარლის ტბაში" იმყოფება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.


ფოტო: ფორმულა