ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად სასულიერო პირებმა სამების ტაძარში სამადლობელო პარაკლის გადაიხადეს.
მანამდე, საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართა ქაშვეთის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრამდე.
აგრეთვე, ამ დღის აღსანიშნავად საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძრის ეზოში დოქსოლოგია აღასრულა, სამების ტაძარში კი იქადაგა.
ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.