ავარიას პატრულის 2 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა

2023-05-17 12:55:37

თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გორი-ქა­რე­ლის მო­ნაკ­ვეთ­ზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადა­მი­ა­ნის სიცოცხლე ემსხვერ­პლა, ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლია.

და­ღუ­პუ­ლე­ბი ვანო ბა­სა­ნი­ძე და ომარ ქა­რე­ლი არიან.

მომ­ხდარ­ზე სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს შიდა ქარ­თლში, ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გამო, რა­მაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი იმ­სხვერ­პლა.

1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გ.ლ. დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გვერ­დულ­ზე მდგომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟს და­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ომარ ქა­რე­ლი და 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვანო ბა­სა­ნი­ძე.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ლ და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-9 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღსანიშნავია, რომ ვანო ბასანიძე დაახლოებით 2 წლის განმავლობაში რუსთავის საპატრულო პოლიციაში მსახურობდა, შემდეგ კი ქარელის დანაყოფში გააგრძელა მუშაობა.