კომპანია Samsung-მა რეკლამა გამოუშვა, რომელშიც Apple-ს უარყოფით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება და მის მომხმარებლებს „გაზრდა“ და Samsung Galaxy-ს ყიდვა ურჩია.
სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა 2007 წელს თავის პირველ iPhone-ს ყიდულობს. 2010 წელს, ის ტყდება და რეკლამის გმირი iPhone SE-ს იძენს. შემდეგ iPhone 5-ს, შემდეგ კი iPhone 7-ს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მას შეყვარებული ჰყავს, რომელიც Samsung-ის მომხმარებელია. რეკლამის გმირი ამჩნევს, რომ შეყვარებულის ტელეფონი უფრო გამძლე და მოსახერხებელია. რეკლამის ბოლოს კი ბიჭი iPhone X-ის მყიდეველების რიგს ხედავს და მას გვერდს უვლის. ნახეთ ვიდეო.