იცოდი?- ვინ იყო ნესტორ გიორგაძე, რომლის პატივსაცემადაც რუსთავში ქუჩას მისი სახელიც დაარქვეს.
გიორგაძე იყო ერთ-ერთი ადამიანი ქართველი ინჟინერი და მშენებელი, რომელმაც მე-20 საუკუნის 40-იან და 50-იან წლებში რუსთავის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ნესტორ გიორგაძე 1901 წლის 9 იანვარს ჩოხატაურის რაიონის სოფელ გუთურაში დაიბადა. 1938 წელს ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი დაამთავრა.
1945 წლის აპრილიდან კი რუსთავში "ამიერკავკასიის მეტალურგმშენის" მშენებლობაში ჩაერთო და მის მმართველად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე 1960 წლამდე რჩებოდა.
გიორგაძე იყო იმ სამ პიროვნებას შორის, რომელთათვისაც რუსთავში 40-იან წლებში, სხვებისგან განსხვავებული თუმცა ერთმანეთის მსგავსი, 3 სახლი აშენდა.
მისი სახლი ბალანჩივაძის ქუჩაზე აშენდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მიმდინარეობდა და ეს ამბავი გახმაურდა, ამ სახლში ცხოვრების საშუალება არ მისცემია.
1949-1951 წლებში გიორგაძე ხელმძღვანელობდა რუსთავის ცენტრალურ მოედანზე პირველი მრავალსართულიანი ადმინისტრაციული(დღევანდელი მერიისა და საკრებულოს შენობის) და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას.
1958 წელს სოციალისტური შრომის გმირი გახდა.
ვერცხლის მედლითა და მეორე ხარისხის დიპლომითაა დაჯილდოებული რუსთავის ურბანული დაგეგმარების, პროექტირების, გამწვანებისა და გალამაზებაში შეტანილი წვლილისთვის.
2021 წელს კოსტავას გამზირზე მისი მემორიალური დაფაც გახსნეს.
ნესტორ გიორგაძის სახელს ატარებს რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა.
გიორგაძე 1983 წლის 7 აგვისტოს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.