"მეზობლები ხშირად აშველებდნენ ხოლმე"

2023-05-12 18:11:11

გუ­შინ, 11 მა­ისს გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და - მა­მის მკვლე­ლო­ბა­ში შვი­ლია ბრალ­დე­ბუ­ლი.

რო­გორც თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლო­ბას წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 20 წლის ახალ­გაზ­რდა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გუ­შინ­ვე და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­კა­ვე­ბულს 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი).

"მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი 50 წლის იყო, შვი­ლი - 20-ის. კო­ბა­ხი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ადრე სხვა­გან ცხოვ­რობ­და და ახა­ლი გად­მო­სუ­ლია ახალ­სო­ფელ­ში. მა­მას პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­თვრა­ლე ჰქონ­და, ხში­რად სვამ­და და ოჯა­ხის წევ­რებ­თან მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და, მე­ზობ­ლე­ბი ხში­რად აშ­ვე­ლებ­დნენ ხოლ­მე. მა­მა­კა­ცი გუ­შინ გას­ვე­ნე­ბა­ში იყო (მათ მო­პირ­და­პი­რე სახ­ლში), შინ­დაბ­რუ­ნე­ბულს შვილ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა და კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და. 20 წლის ბიჭი იმ ზო­მამ­დე მი­იყ­ვა­ნა, მამა გა­ი­მე­ტა და და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა", - ყვება მამა-შვილის თანასოფლელი.

 

წყარო: ამბები.ჯი