თბილისში, ქართულ - ამერიკული მეგობრობის გამზირზე, აშშ-ის საელჩოსთან ავარია მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს 5-მდე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.