სერბეთში შეიარაღებულმა პირმა 8 ადამიანი მოკლა

2023-05-05 13:29:56

სერბეთში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 8 ადამიანი მოკლა, 13 კი დაჭრა. 

დანაშაული სერბეთის რამდენიმე სოფელში: დუბონაში, მალო ორაშსა და შეფშინში მოხდა.

არსებული ცნობებით, 21 წლის მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელსაც პოლიცია ეძებს, 21 წლის მამაკაცია.  მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა მოქალაქეებს ცეცხლი მოძრავი ავტომობილიდან გაუხსნა.

ძებნის ოპერაციაში 600-მდე სამართალდამცველია ჩართული, გადაკეტილია სოფლების მისადგომები. პოლიციას თავდასხმის სავარაუდო მოტივი არ დაუსახელებია. სერბეთის ამ რეგიონში ეს არ არის მასობრივი მკვლელობის პირველი შემთხვევა. ათი წლის წინ ლუბიშა ბოგდანოვიჩმა 13 ადამიანი მოკლა  სოფელ ველიკა ივანჩაში, მათ შორის ერთი ბავშვია.